Monday, November 25, 2024
7.8 C
Tbilisi

ემანუელ მაკრონი: მივმართავ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ჩვენთანაა, მტკიცედ ვიმედოვნებ, რომ საქართველო დაადასტურებს ევროპულ არჩევანს, ასევე დემოკრატიული მოდელის არჩევანს

მივმართავ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ჩვენთანაა, მტკიცედ ვიმედოვნებ, რომ საქართველო დაადასტურებს ევროპულ არჩევანს, ასევე დემოკრატიული მოდელის არჩევანს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, „მიაჩნია, რომ ევროპული დემოკრატიული მოდელიც საფრთხეშია“.

„მიმაჩნია, რომ ბოლო კვირების განვითარება აჩვენებს, რომ ევროპული დემოკრატიული მოდელიც საფრთხეშია. საქართველოსა და მოლდოვაში იყო რამდენიმე თავდასხმა, კიბერთავდასხმები, ხმის მოსყიდვა, მანიპულაციები. ყველა დამკვირვებელი ამაზე მიუთითებს. აქვე მინდა, მოვულოცო მაია სანდუს მისი ხელახლა არჩევა. მტკიცედ ვიმედოვნებ, მივმართავ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ჩვენთანაა, რომ საქართველო დაადასტურებს თავის ევროპულ არჩევანს, ასევე დემოკრატიული მოდელის არჩევანს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები