Saturday, November 23, 2024
10.8 C
Tbilisi

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქციაზე ხალხის რაოდენობით საკუთარი მხარდამჭერებისგან საკადრისი პასუხი მიიღო

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქციაზე ხალხის რაოდენობით საკუთარი მხარდამჭერებისგან გუშინ საკადრისი პასუხი მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რუკის ფერებით გააღიზიანონ საკუთარი მხარდამჭერები.

„გამსვლელ სიაში არ ჰყავდათ რეგიონის წარმომადგენლები, მათ შორის არ ჰყავდათ ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები და შემდეგ უკვირთ, რატომ ვერ მიიღეს მხარდაჭერა, თუნდაც მარნეულში, ახალქალაქში თუ ნინოწმინდაში. როგორ აპირებდნენ, როდესაც ისინი არც კი ჩასულან იქ, რომ ესაუბრათ მოქალაქეებთან და არც საკუთარ გამსვლელ სიებში არ ჰყოლიათ ამ რეგიონის წარმომადგენლები. მათ შორის, ეს ყველაფერი ეხება თბილისსაც, არც თბილისის ოლქებში ჩაუტარებიათ კამპანია. ამიტომ, ეს არის სიმართლე, რომლისთვისაც უნდოდათ, გუშინ თვალი აერიდებინათ, მაგრამ ასე უნდა უყურონ ყოველდღე. ერთი, უყურონ ამ რუკას, სადაც, დიახ, აფხაზეთი და ცხინვალი არის გამოსახული, როგორც ფაქტობრივი იურისდიქციის განხორციელების ქვეშ არმყოფი ტერიტორიები და ზუსტად იმ ხალხის წყალობით, ვინც გუშინ, შემდეგ ასე პათეტიკურად დროშას უშვებდა ეკრანზე და დროშის წინ იდგა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურება არის, რომ ეს ორი ტერიტორია დღეს ოკუპირებულია, მათ შორის, კოდორი და ახალგორი, რომელზეც 2008 წლამდე სრულად ხორციელდებოდა საქართველოს იურისდიქცია. ამაზე გაგვცენ და აგონ პასუხი, შემდეგ ისაუბრონ რუკის ფერებზე, რომლითაც ცდილობენ, გააღიზიანონ საკუთარი მხარდამჭერები, თუმცა ვნახეთ, რომ ესეც არ გამოუვიდათ და გუშინ მიიღეს საკადრისი პასუხი საკუთარი მხარდამჭერებისგან იმ რიცხოვნობით, რომელიც დაინახეს ბოლოს აქციაზე. ვნახეთ, ბოლოს რომ დაიშალნენ და გადავიდნენ ქუჩებში სეირნობაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები