Friday, November 22, 2024
6.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: პირველი ცხრა თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 9,8 პროცენტი

პირველი ცხრა თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 9,8 პროცენტი, იმაზე ოდნავ მეტი, ვიდრე იყო სამწლიანი საშუალო მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ ვინარჩუნებთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული სამი წლის და მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა როგორც ფართო რეგიონში, ასევე ევროპაში.

„2021-2022-2023 წლები საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 9,7 პროცენტი. პირველ ადგილზე ვიყავით ზრდის მაჩვენებლით ფართო რეგიონში და ასევე ევროპაში. წელსაც, პირველი ცხრა თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 9,8 პროცენტი, იმაზე ოდნავ მეტი, ვიდრე იყო სამწლიანი საშუალო მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ ვინარჩუნებთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ გვინდა, რომ სულ მცირე 40 მილიარდი ლარით გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკა. აბსოლუტურად რეალურია ეს ყველაფერი იმ ტენდენციის გათვალისწინებით, რაც დღეს გვაქვს. გვინდა, რომ მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, ერთ სულ მოსახლეზე ჩვენი ეკონომიკა 4 წელიწადში გახდეს 36 000 დოლარზე მეტი, რითაც უკვე 4 წელიწადში გავასწრებთ აბსოლუტურად ყველა კანდიდატ ქვეყანას, რომელსაც დღეს გახსნილი აქვს მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ტენდენციები არის ძალიან კარგი, გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას. მთავრობას ჰყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი, მენეჯმენტი არის ძალიან ძლიერი, შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, რომ 4 წელიწადში ყველა ეს ამოცანა სრულად შესრულდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები