Saturday, November 23, 2024
7.8 C
Tbilisi

ირაკლი მელაშვილი ოპოზიციას მიმართავს: აშკარად მოსაგები არჩევნები წააგეთ და სწორი დასკვნების გამოტანის გარეშე, მომავალი მარცხები გარდაუვალი იქნება

ჩემი აზრით, სამწუხაროდ ამ არჩევენების წაგების მიზეზები ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ბანალური გაყალბება. მარცხის მიზეზების გაგებას არა მხოლოდ „გაგვიყალბეს გაგვიყალბეს“ ძახილი, არამედ ოპოზიციის ლიდერების და  სამოქალო სექტორის მხრიდან განვლილი გზის კრიტიკული ანალიზი სჭირდება, თუნდაც იმ საკითხში, ოთხ პარტიას თქვენი დამკვირვებელ – წარმომადგენლებიან -კომისიიის წევრებიანა, პლუს საკმაოდ კარგად დაფინანსებულ სამოქალაო სექტორის მრავალრიცხოვან სადამკვირვებლო მისიებს ასე როგორ დაგახიეს უბნები თავზე, რომ პროცესში გაყალბების ვერც ერთი ფაქტი ვერ დაიჭირეთ.

ყოველი შემთხვევისთვის, გარდა კასპის შემთხვევისა, ვიღაც ბიჭი ქალის პირადობით აძლევდა ხმასო, არჩევნების მიმდინარეობისას, პრაქტიკულად არც ერთ მედიას ასეთი ფაქტი არ გაუშუქებია. უბნებზე ჩხუბსა და აყალმაყალზე არ ვსაუბრობ, ამას ჩემი აზრით ხელისუფლება ზოგან ძალითაც კი შეიძლება აწყობდა იმისთვის, რომ ყურადღება კომისიის შენობის გარეთ გადაეტანა, შიგნით კი ის ეკეთებინა, რაც უნდოდა.

თუ თვითკრიტიკულები არ იქნებიან ჩვენი პოლიტიკური და ენჯო ბოსები, სხვანაირად მომავალი გამარჯვებები ვერ დადგება. ოღონდ, როგორც კი რაიმე კრიტიკულის საუბარს იწყებ ამ მიმართულებით, იმდენ არანორმალურად გაბერილ ეგოს ეხები და იმდენ არაადეკვატური პატივმოყვარეობით, საკუთარი შეუმცდარობით შეპყრობილ პატარა ბელადუკას გააფრთებულ წინააღმდეგობას აწყდები,  პირადად მე იმ დასკვნემდე მივდივარ, რომ ამ მიდგომებით და ამ ხალხის ხელში შედეგი არ დადგება.

დღეს გავალ აქციაზე, არა იმიტომ, რომ იმედი მაქვს რაიმეს ჭკვიანურს შემომთავაზებთ, არამედ იმიტომ, რომ როგორც ერთმა ადამიანმა ჩემი სამოქალაქო პოზიცია დავაფიქსირო იმაზე, რაც ხელისუფლებამ გააკეთა 26 ოქტომბერს. უკვე მერამდენედ 35 წლის განმვალობაში, ხანდახან საკუთარ თავზე მეცინება, მაგრამ ეს უბრალოდ ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, თორემ თქვენი იმედი მტერს ექნა.

ვისაც მართლა ცვლილებები უნდა, იმათ  პირველ რიგში პოლიტიკურ პარტიებში, სამოქალაქო სექტორში და მედიაში არსებული ვითარების ანალიზი სჭირდებათ. ესაა ის მასალა, რამაც დემოკრატიული სახელმწიფოს შენობა უნდა ააშენოს და თუ ამ მასალაში პატივმოყვრეობის, უვიცობის, საკუთარი შეუმცდარობის და არაადეკვატურობის  ჭიაა შეპარული, რომელიც ხრავს მას შიგნიდან, ვერაფრით ამ მასალისგან მყარი და ხარისხიანი სახლი ვერ აშენდება. ესაა ჩემი აზრი. ვისაც ეს არ ესმის, არა მგონია რაიმე წარმატებას მიაღწიოს.

მე კი ნამდვილად არ ვაპირებ ვინმესთან ენის მოჩლექით ლაპარაკს, ან იმ „არგუმენტების“ მოსმენას,  არიქა ახლა კრიტიკით ოპოზიცია არ დავაზარალოთო. აჰა ბატონო, მაგ მიდგომებით, აშკარად მოსაგები არჩევნები წააგეთ. მოსაგები-თქო  იმიტომ ვწერ, რომ იმ მუხტის, იმ პროტესტული განწყობების, რაც ქვეყანაში იყო ჯერ კიდევ სამი – ოთხი თვის წინ, ასე უნიჭოდ განიავებას მოხერხება უნდოდა.

ამიტომ, მგონია, რომ კარგა ხანია უკვე  სიმართლის თქმის დროა  არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ აქეთა მხარის  შეცდომებზე, ზოგიერთების ჰიპერტროფირებულ, აბსოლუტურად არაადეკვატურ ამბიციებზე, რამაც ბევრი რამ გააფუჭა წინასაარჩევნო პერიოდში. ოღონდ, სიმართლის თქმის ანალიზის და არა ერთმანეთის ლანძღვა-გინების და წაგების გადაბრალების. მე პირადად ამ გზით ვაპირებ სიარულს და ვეცდები პერიოდულად გავაანალიზო ის შეცდომები, რაც დავუშვით ყველამ ერთად, სად ვიმყოფებით და რა შეიძლება გაკეთდეს ვითარების გამოსასწორებლად. უბრალოდ, ერთი ადამიანის მოსაზრებები იქნება მეტი არაფერი. დარწმუნებული ვარ, ვითარების სერიზოული ანალიზის და სწორი დასკვნების გამოტანის გარეშე, მომავალი მარცხები გარდაუვალი იქნება.

ირაკლი მელაშვილი

პოლიტიკოსი

წყარო: Facebook-ი

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები