Saturday, November 23, 2024
7.8 C
Tbilisi

გიორგი გახარია: ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს.

ამასთან, გახარია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ აქციას მისი პარტია შეუერთდება.

„საპროტესტო აქციაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველაფერი გამყარდეს და ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩევლები იქნებიან, როგორც ვიყავით აქამდე. ასევე, ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს. წერტილი“, – განაცხადა გახარიამ.

მან აღნიშნა, რომ ივანიშვილმა ქვეყნის ევროპული მომავალის გადასარჩენად ბოლო შანსი არ გამოიყენა.

„ოცნებას“ და პერსონალურად ივანიშვილს ბოლო შანსი ჰქონდა, ბოლო შანსი ჰქონდა, გადაერჩინა ქვეყნის ევროპული მომავალი და საერთოდ, სამართლიანობის განცდა ამ ქვეყანაში. ჩემდა სამწუხაროდ, ეს ბოლო შანსიც არ გამოიყენეს და ეს ბოლო შანსი უნდა ყოფილიყო სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ფაქტობრივად გამოდის, რომ მაინც ამ პოზიტიური როლის შესრულებას, ქვეყნის ისტორიაში და ქვეყნის ევროპული მომავლის განხორციელებაში, ძალაუფლების შენარჩუნება და საკუთარი მილიარდების გადარჩენა ამჯობინა. საბოლოო ჯამში სიხარბემ მიგვიყვანა იმ ძალიან მძიმე კრიზისულ მდგომარეობასთან, რომელშიც ახლა ვიმყოფებით“, – თქვა გახარიამ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები