„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართველ ხალხს.
„ჩვენ არ ვაღიარებთ გუშინდელი არჩევნების შედეგებს და გავაგრძელებთ თითოეული ჩვენი ამომრჩევლის ხმის უფლების დაცვას. ჩვენ ვდგავართ ჩვენს ხალხთან ერთად, სიმართლის მხარეს. გუშინდელი არჩევნები არის მიუღებელი, ეს იყო მოპარული არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რუსული „ფეესბეს“ და „კაგებეს“ მეთოდებით და დახმარებით ჩაატარა საქართველოში. მინდა, ყველას ვუთხრა, არავინ გაიტეხოს გული, არაფერი დამთავრებული არ არის, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას თქვენთვის, ამ ქვეყნის უკეთესობისთვის“, – განაცხადა ხაზარაძემ.