Tuesday, April 22, 2025
13.8 C
Tbilisi

ამირან სალუქვაძე: ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილი დღემდე არ უღიარებია… გქონდათ მოლოდინი ისევ მიუჯდებოდით ხაზინას, ხელში ჩაიგდებდით ციხეებს, ძალოვნებს და ამოიღებდით ჩადებულს, მაგრამ მოგიწევთ შეგუება

ოპოზიციას რომ ეღიარებინა და მიელოცა, ის იქნებოდა გასაკვირი.

აქამდე რომელიმე არჩევნები აღიარეს? სალომე ზურაბიშვილი დღემდე არ უღიარებიათ. არადა, სჭირდებოდათ და იყენებდნენ.

…უბანზე შედიხარ, გადიხარ მარკერით შემოწმებას, შემდეგ ციფრულ იდენტიფიკაციას, შედიხარ, აფერადებ, ბარათს ატარებ აპარატში და მიდიხარ.

ასე გაიარა მთელმა მოსახლეობამ. ეს ნახეს დამკვირვებლებმა. გერმანელმა ინატრა, ჩემს ქვეყანაში როდის იქნებაო?!

ეს მონაცემები ტექნიკურად რომ ვერ ყალბდება, ყველამ აღიარა არჩევნების წინ.

აპარატზე ამოარტყეს ქვითარი, გადაუღეს ფოტო დამკვირვებლების, მ.შ. ოპოზიციის თანდასწრებით, გადააგზავნეს ცესკო-ში და შემდეგ ამ 3111 ქვითარს აჯამებენ.

დაჯექით და თვალეთ ეს ქვითრები და შეადარეთ ბიულეტენებს. მაგრამ არ იზამენ, რადგან იციან, რომ სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ და ამიტომ გააგრძელებენ უსაგნო ხმაურს.

პირადობების ჩამორთმევაზე აპელირებენ. რა სისულელეა?! ხელისუფლებას ისედაც აქვს ყველა მოქალაქის მონაცემები. რაში სჭირდებათ ჩამორთმევა? თანაც, ვიმეორებ, ეს ბიულეტენები ყუთებშია, რეგისტრაციის მონაცემები სახეზეა, ქვითრები სახეზეა…

2020 წელს პარლამენტში არ შედიოდნენ, ხელისუფლებას აბრალებდნენ გაყალბებას. აღმოჩნდა, რომ ე.წ. პარალელური დათვლა ოპოზიციამ (ISFED-მა) გააყალბა. ახლაც იგივეს იმეორებენ. არადა, აგერაა ბიულეტენები და შეუძლიათ გადაამოწმონ. უმარტივესია.

როცა ყველა მოქალაქემ, მათ შორის ვინც ნაცმოძრაობის 4 პარტიას მისცა ხმა, დაინახა ხმის მიცემის პროცესი, ვერ დააჯერებთ საპირისპიროს.

გასაგებია, რომ დიდი, უფრო სწორად, ძალიან დიდი ფული დახარჯეთ, გქონდათ მოლოდინი ისევ მიუჯდებოდით ხაზინას, ხელში ჩაიგდებდით ციხეებს, ძალოვნებს და ამოიღებდით ჩადებულს, მაგრამ მოგიწევთ შეგუება. 1 მილიონ 120 ათასი ოცნების ამომრჩეველი ცხვრის ფარა არაა.

პრობლემა ის კი არაა, რომ ოპოზიციამ წააგო, პრობლემაა ამდენი ხმის აღებაც რომ მოახერხეს. ესაა ძალიან დიდი პრობლემა. თუმცა, როცა პირველ ადგილზე გასული პარტია ყველა დანარჩენს სათითაოდ 4-8-ჯერ უსწრებს, პრეტენზიები საკუთარ თავს უნდა წაუყენოთ.

ჰო, პოსტების წერა დაიწყეს, ზურაბიშვილი პირველ სხდომას არ დანიშნავსო. კონსტიტუციაც არ იციან. სხდომა მაინც ჩაინიშნება. უბრალოდ, თუ ასე მოხდა, ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ დაარღვევს კონსტიტუციას და წავა ხალხის ნების წინააღმდეგ.

პოლიტიკური კულტურა ისევ მთავარ პრობლემად რჩება. აგირჩიეს, მანდატი მოგცეს და პარლამენტში არ შედიხარ. არ შედიხარ და ისეირნე. ოღონდ ხელფასებსაც ვერ მიიღებთ. მეტიც, უნდა შეიცვალოს კანონი და ასეთ პარტიას სახელმწიფო დაფინანსება აღარ უნდა მიეცეს.

ისე, ყველა პარტია ერთ პარტიას რომ ეჯიბრება და არაა ორიენტირებული თვითონ მიიღონ მაქსიმუმი, მხოლოდ ჩვენთან ხდება. ერთიანი კამპანია ჰქონდათ, ოთხში ერთს მიეცით ხმაო. სასაცილოა. ამიტომ მაგათ ახალ სახელს ვარქმევ: „ნაცმოძრაობის ოთხი პარტია“.

ამირან სალუქვაძე,

ექსპერტი

წყარო: Facebook-ი

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები