Friday, November 22, 2024
7.8 C
Tbilisi

გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

“დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. სწორედ დღეს, პირველად გამოვიყენეთ ასეთი ფართო მასშტაბით საარჩევნო ელექტრონული აპარატები და დღის ბოლოს უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, არჩევნები შედგა – არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპი  წარმატებით განხორციელდა.

არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ამომრჩეველთა აქტივობა და ის ფაქტი, რომ პროცესი წარიმართა ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაუწია ორგანიზება არჩევნებს. 

ამომრჩევლები ტექნოლოგიების გამოყენებით მარტივად, შეუფერხებლად აკეთებდნენ არჩევანს. ეს, რა თქმა უნდა, შედეგია იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა სწორად, მიზანმიმართულად დაგეგმა და შესაბამისად, ეფექტიანად განახორციელა. თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ამომრჩეველთა ინფორმირების, ქცევის ტრანსფორმირებაზე ორიენტირებული, უპრეცედენტო და ფართომასშტაბიანი კამპანია, გაიმართა შესაბამისი ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა, ასევე განხორციელდა საარჩევნო პროცესში რისკების დაზღვევაზე ორიენტირებული  საქმიანობა და სხვა არაერთი ნოვაციური პროექტი. 

ჩვენთან ერთად არჩევნების წარმატებით წარმართვაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს როგორც ამომრჩევლებმა, ისე იმ ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც  აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში. ასევე მედიამ, რომელმაც როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის დღეს უზრუნველყო საარჩევნო პროცესების გაშუქება და ამომრჩეველთა ინფორმირება. გაწეული მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და მედიას. 

სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისა და აქტიურობისთვის  მადლობას ვუხდი ამომრჩევლებს. და, რა თქმა უნდა, არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის მადლობას ვუხდი საარჩევნო მოხელეებს, რომლებსაც, ზოგ შემთხვევაში, უპრეცედენტო ზეწოლისა და უსამართლო ბრალდების ფონზეც კი უწევდათ მუშაობა, მაგრამ შეძლეს და კენჭისყრის პროცესი შეუფერხებლად წარმართეს.

სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებამ მოგვცა საშუალება, დღეს,  კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 45 წუთში გაგაცნოთ წინასწარი პირველადი შედეგები. თუმცა მანამდე მინდა აღვნიშნო, რომ ამ დროისთვის საარჩევნო უბნებს საქმიანობა არ დაუსრულებიათ, ვინაიდან აპარატების მიერ დათვლის გარდა, კომისიები ხელით დამატებით დაითვლიან შედეგებს, რის შემდგომაც შედგება შემაჯამებელი ოქმები. ახლა საარჩევნო უბნებზე სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, როგორც მოდერნიზებულ, ისე ტრადიციულ საარჩევნო უბნებზე, ისინი უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის”, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

წარმოგიდგენთ პირველად წინასწარ შედეგებს. დათვლილია 2026 ტექნოლოგიური უბანი.

პარტიის ნომერი პარტიის დასახელება შედეგი (რაოდენობა) შედეგი (%)
3 „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ 3479 0.197
4 კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა 197619 11.2
5 „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ 173510 9.834
6 „ევროპელი დემოკრატები“ 7066 0.4
8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 44689 2.533
9 „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ 159306 9.029
10 საქართველოს ლეიბორისტული პარტია 13350 0.757
12 „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ 1637 0.093
16 „შეცვალე საქართველო“ 11071 0.627
17 „საქართველო“ 2463 0.14
20 თავისუფალი საქართველო 3651 0.207
21 ტრიბუნა 2162 0.123
23 „ჩვენ“ 2244 0.127
25 „გახარია საქართველოსთვის“ 145205 8.229
26 „მემარცხენე ალიანსი“ 1115 0.063
27 ქართველ ერთობა 3918 0.222
36 „გირჩი“ 56980 3.229
41 ქართული ოცნება 935004 52.991

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები