Saturday, November 23, 2024
6.8 C
Tbilisi

მამუკა ხაზარაძე: ხმა მივეცი რეალურ ალტერნატივას, იმ პერიოდის დაწყებას, როდესაც ვიქნებით ევროპის ნაწილი

ხმა მივეცი რეალურ ალტერნატივას, იმ პერიოდის დაწყებას, როდესაც ვიქნებით ევროპის ნაწილი და დაიწყება ძირეული ცვლილებები ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ქვეყნისთვის გადამწყვეტი არჩევნები.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. ხმა მივეცი რეალურ ალტერნატივას ამ ქვეყანაში. იმ პერიოდის დაწყებას, როცა დაიწყება ნამდვილი რეფორმები, ჩვენ ვიქნებით ევროპის ნაწილი, ძლიერად წარმოდგენილი თავისუფალ სამყაროში. დაიწყება ნამდვილად ძირეული ცვლილებები ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის.

ჩემი მოლოდინი არის ძალიან ოპტიმისტური, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ემიგრაციიდან დაწყებული, დამთავრებული ჟურნალისტებით თუ ჟურნალისტებით დაწყებული დამთავრებული ნებისმიერ ადამიანით, ვისაც პირველად მოუწევს ხმის მიცემა. ყველა ამ ადამიანს დიდი მადლობა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის. ეს არის გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის, მე დარწმუნებული ვარ ძალიან სწორ არჩევანში, რასაც ჩვენი ქვეყანა გააკეთებს. ეს არჩევანი იქნება თავისუფლებისკენ, ევროპისკენ, სტაბილური მშვიდობისკენ და, რაც ყველაზე მთავარია, რეალური ალტერნატივისკენ“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები