Thursday, November 21, 2024
6.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: არჩევნების შემდეგ კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა

არჩევნების დასრულებისთანავე ჩვენ დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც მოხდება კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კულტურის სამინისტრო ჩამოყალიბდება, როგორც ცალკე ინსტიტუტი და ჩამოყალიბდება ცალკე სპორტის სამინისტრო.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს სპორტის სფეროში. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის განვითარებას და სპორტის სამინისტროს ცალკე შექმნაც იქნება ყურადღების კიდევ ერთი გამოხატულება. სპორტი დარჩება განსაკუთრებულ პრიორიტეტად და სწორედ ამის გამოხატულება იქნება დამოუკიდებელი სპორტის სამინისტროს არსებობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის თანადებობას თინათინ რუხაძე დაიკავებს. ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, არჩევნების დასრულებისთანავე დაინიცირდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდება კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა და თინათინ რუხაძე კულტურისა მინისტრის პოზიციას დაიკავებს.

პრემიერ-მინისტრმა კულტურისა და სპორტის ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონი თეა წულუკიანი საქმიანობას გააგრძელებს საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად, მან უკვე დატოვა კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა. მე მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული ძალიან ღირებული საქმიანობისთვის. მისი მინისტრობის დროს არაერთი ცვლილება, მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა როგორც კულტურის, ასევე სპორტის სფეროში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას, გაწეული საქმიანობისთვის.

მინდა წარმოგიდგინოთ კულტურისა და სპორტის მინისტრი. ვიდრე სამინისტრო გაიყოფა, იქნება ერთი მინისტრი, გვინდა წარმოგიდგინოთ ქალბატონი თინათინ რუხაძე. 1989 წლიდან ის გახლდათ საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედებითი გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის, „თბილისის კონცერტინოს“ დირექტორი, ასევე ის იყო ტელე ფესტივალ „მანას“ აღმასრულებელი დირექტორი, მოგვიანებით „ტიბისი ტვ“-ის გენერალური პროდიუსერი, ასევე გახლდათ საქტელერადიო მაუწყებლობის პროდიუსერთა საბჭოს აპარატის უფროსი და პროდიუსერი. იყო ასევე შპს „მელოდია არტის“ დირექტორის მოადგილე, გენერალური პროდიუსერი, ასევე თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის გენერალური დირექტორი, იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში. 2016 წლიდან დღემდე ის გახლდათ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი“ – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას შალვა გოგოლაძე დაიკავებს, ხოლო მას შემდეგ, რაც გამოიყოფა სპორტის სამინისტრო, იგი დაიკავებს სპორტის მინისტრის თანამდებობას.

„შალვა გოგოლაძეს დამთავრებული აქვს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით არის იურისტი. წლების განმავლობაში ეწეოდა წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, სხვადასხვა დროს იგი იყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დირექტორი, იყო საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორი და წლების განმავლობაში ასევე იყო თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე. 2015 წლიდან, წლების განმავლობაში, იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას და მაშინაც კურირებდა სპორტის მიმართულებას. შესაბამისად, მას აქვს ძალიან ფართო გამოცდილება სპორტის სფეროში და დარწმუნებულები ვართ, ის იქნება ძალიან წარმატებული ჯერ პირველი მოადგილე სამინისტროში და შემდეგ უკვე ძალიან წარმატებული სპორტის მინისტრი, ბატონ შალვას მინდა, ვუსურვო წარმატება,“- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები