Thursday, November 21, 2024
14.8 C
Tbilisi

კახა კალაძე: 1 000-ლარიანი პენსიის შესახებ ოპოზიციის საარჩევნო დაპირება არის ტყუილი და ბლეფი

თბილისის მერი კახა კალაძე 1 000-ლარიანი პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებულ საარჩევნო დაპირებას ტყუილს უწოდებს, რომელსაც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამომრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდება. 

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მსგავს შემთხვევაში, აღნიშნული თანხა რომელიმე მიმართულებას უნდა მოაკლდეს, რაც წარმოუდგენელია. 

„ესეც გაუგებარია. მახსოვს, როდესაც აღნიშნული დაპირება პირველად გააჟღერეს, ერთ-ერთ ტელევიზიაში დებატები ჰქონდათ. მეორე მხარეს, თუ არ ვცდები, „გირჩის“ წარმომადგენელი იყო. იქ დაიხატა სრული სურათი, თუ როგორ ატყუებენ ხალხს. ელემენტარული მათემატიკა არ იცოდნენ, რა დაპირებაზე, რა 1 000-ლარიან პენსიაზეა საუბარი?! ეს არის ჩვეულებრივი ბლეფი, ტყუილი და სისულელე. არანაირი არგუმენტები არ აქვთ იმისა, თუ როგორ აპირებენ 1 000-ლარიანი პენსიის დანიშვნას. ეს ხომ წარმოუდგენელია?! მაშინ რაღაცას უნდა მოაკლოს და ისიც უნდა თქვას, რას აკლებს. ჯანდაცვას აკლებს? ინფრასტრუქტურას აკლებს? რა მიმართულებას უნდა მოაკლოს? წარმოუდგენელია”, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები