Monday, March 31, 2025
19.8 C
Tbilisi

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოხსნა

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც საქართველოს პირველი არხი იტყობინება, შესაბამისი დადგენილება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა.

რუსული მედიის ცნობით, სამართლებრივი აქტების პორტალზე გამოქვეყნებული დადგენილების ახალი ვერსია აღარ შეიცავს გამონაკლისებს, რისთვისაც მანამდე ვიზა იყო საჭირო.

რუსული მედიის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახლა საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ რუსეთის ფედერაციაში უვიზოდ შესვლა განათლების მისაღებად, სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები