Saturday, November 23, 2024
14.8 C
Tbilisi

გიგი უგულავა: კონსოლიდაცია მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ამიტომ, ის უნდა დასახელდეს ოპოზიციის გარდამავალი მთავრობის პრემიერობის კანდიდატად

„ჩემი აზრი მინდა შემოგთავაზოთ, როგორ მესახება 26 ოქტომბრის საღამოს პროცესების განვითრება.

სინამდვილეში, სიტუაცია მარტივადაა ან ინიციატივა არის ქოცების ხელში, რაც კატასრტოფაა ქვეყნისთვის, მათ შორის მიშას საკითხში, ან ინიციატივა ოპოზიციის ხელშია. ციფრებში, ჯამურად ოპოზიციის უპირატესობა შესამჩნევი  იქნება, მაგრამ რისკია, რომ გადაუწყვეტელობამ და ბუნდოვანებამ გამარჯვების მომენტი დააზიანოს. ასეთ ვითარებაში, ინიციატივის კონსოლიდაცია მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია.  ამიტომ, ის უნდა დასახელდეს ქარტიის ხელმომწერი ოპოზიციის გარდამავალი მთავრობის პრემიერობის კანდიდატად ახლა, რომ არჩევნების ღამეს არ იყოს არანაირი ტორტმანი.  ეს ერთადერთი გზაა 26 ოქტომბრის 8:30 გამარჯვებულმა ოპოზიციამ გაიფორმოს გამარჯვება და მიიღოს სწრაფი საერათაშორისო ლეგიტიმაცია. ამით, რეჟიმის კრახი გახდება მშვიდობიანი, უმტკივნეულო, რაც მთავარია, თავიდან ავიცილებთ პოლიტიკური შურისძიების მორევს. ცხადია, ასეთ ვითარებაში მიხეილ სააკაშვილი თავისუფალია და აღდგენილია თავის უფლებებში, იყოს თავისუფლად ჩართული თავისი ქვეყნის ცხოვრებაში.

პროფესიული მთავრობა სალომე ზურაბიშვილის თავმჯდომარეობით გარდამავალ ფუნქციას შეასრულებს, გაატარებს ქარტიით გათავლისწინებულ მოთხოვნებს, დააბრუნებს ქვეყანას ევროკავშირის გზაზე და ქვეყანას მოამზადებს თავისუფალი არჩევნებისთვის

ეს რთული „ირმის ნახტომი”, რომელიც ქვეყანამ 26 ოქტომბერს 8:30 წუთზე უნდა გააკეთოს, მე მხოლოდ ასეთი ფორმით მესახება, ცხადია, ყველა რეალობის გათვალისწინებით. მე ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა იყოს საჯარო დისკუსიის საგანი და არა აბსტრაქტული, ყოველთა და ყოვლისათვის მისაღები დიმიტრი გელოვანის ძიება, რომელთანაც დაკავშირებით პარტიები ვერ შეთანხნდებიან ვერც ახლა და ვერც 26-ში ღამეს და არც უნდა შეთანხმდნენ, რადგან ქვეყანა ექსპერიმენტების მორევში არ უნდა გადაეშვას. საკმარისზე მეტი რისკებია ქვეყანაში და მის გარშემო, რომ ასე უპასუხისმგებლოდ მოვიქცეთ.

ჩემი სალომე ზურაბიშვილის მიმართ ძალიან კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, მას აქვს დღეს „პოლიტიკური მომენტუმი“ ეს უკიდურესად ტურბულენტური პერიოდი ნაკლები რყევით გავიაროთ, ინიციატივა და კონსოლოდირებული ძალაუფლება გამოვტაცოთ ხელიდან ივანიშვილს და ჩამოვშალოთ რეჟიმი“, – წერს თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები