Thursday, November 21, 2024
11.8 C
Tbilisi

რადა ტომოვა: მოუთმენლად ველით საქართველოში იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ბაზარზე პირველ ემისიებს

საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების გამოშვებას აქვს მაღალი პოტენციალი კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის, ფინანსების ახალი გრძელვადიანი წყაროებისა და საინვესტიციო რეიტინგის უზრუნველყოფისთვის, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალისა და ფინანსური ბაზრების რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რადა ტომოვამ სებ-ის მიერ ორგანიზებულ იპოთეკით დაცული ობლიგაციების კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც EBRD-ის დახმარებით შემუშავდა, ევროკავშირთან შესაბამისობაშია.

„მოუთმენლად ველით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ბაზარზე პირველ ემისიებს. სხვა ქვეყნების მსგავსად, რომელთაც მხარი დავუჭირეთ იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების რეფორმაში, EBRD-ი საქართველოშიც მოუთმენლად ელის პირველი ემისიების გამოშვებას. საკანონმდებლო ბაზა ევროპული სტანდარტების შესაბამისია, ასევე აქვს სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის შეფასება. ახლა მთელი ყურადღება ინდუსტრიაზეა მიპყრობილი, ვინაიდან ბანკები მზად არიან ქართული ბაზრისთვის ახალი ინსტრუმენტის გამოშვებისთვის“, – განაცხადა EBRD-ის კაპიტალისა და ფინანსური ბაზრების რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით გამართული იპოთეკით დაცული ობლიგაციების კონფერენციის მიზანი საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა იყო.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები