Friday, November 22, 2024
4.8 C
Tbilisi

კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის ექიმის მიერ შედგენილი ფორმა N100-ის შესახებ: დღეში 30-ჯერ კვდებოდა, რეალობა კი ვიცით, რაც იყო. ყველა სიბინძურეს გამოიყენებენ საარჩევნოდ

„მიხეილ სააკაშვილის „ქეისი“ მისი ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით ყალბია“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე შესაბამის შეკითხვას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმის მიერ შედგენილი ფორმა N100-ის შესახებ.

მისივე განმარტებით, მსგავსი განცხადებები და სიბინძურეები არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად გააქტიურდება, თუმცა საბოლოოდ, ქვეყანაში მშვიდობა გაიმარჯვებს.

„ზოგადად, სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებული „ქეისი“ ყალბია. გვახსოვს, როგორი კამპანია მიმდინარეობდა – რიგი უცხოელი მაღალჩინოსნები აკეთებდნენ განცხადებებს, მოწოდებებს. რეზოლიციებიც კი აქვთ მიღებული, გამოუშვით ციხიდან, მისი მდგომარეობა მძიმეაო. დღეში 30-ჯერ კვდებოდა, რეალობა კი ვიცით, რაც იყო. ყველა სიბინძურეს გამოიყენებენ საარჩევნოდ. იქნება მსგავსი განცხადებები და შემოტევები. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში აუცილებლად მშვიდობა გაიმარჯვებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები