Sunday, November 24, 2024
2.8 C
Tbilisi

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს „გამარჯვებასა“ და „დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს „გამარჯვებასა“ და „დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას ჰპირდება. ამის შესახებ პუტინის მილოცვაშია აღნიშნული.

„რუსეთ-აფხაზური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზე დაყრდნობით. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სხვადასხვა სფეროში. რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ხელისუფლებისა და ხალხის აქტიურ დახმარებას სახელმწიფოს განვითარების პრობლემების გადაჭრაში. გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას, ხოლო თქვენს ყველა მოქალაქეს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიასათვის გაგზავნილ მილოცვაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები