სიმართლე მარტივია, ძლიერ ქვეყნებს ძლიერი მოკავშირეები სჭირდებათ. რატომ გავანადგურებთ იმას, რასაც 32 წელია, სათუთად ვაშენებთ?, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„მეორე ფრონტთან“ დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო ამ ზაფხულს შეერთებულმა შტატებმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო. სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი, მათ შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში.
სიმართლე კი მარტივია: ძლიერ ქვეყნებს ძლიერი მოკავშირეები სჭირდებათ. რატომ გავანადგურებთ იმას, რასაც 32 წელია, სათუთად ვაშენებთ?“ – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.