Thursday, November 21, 2024
6.8 C
Tbilisi

ისრაელის პრეზიდენტი: ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ გვაქვს უფლება, როგორც ნებისმიერ ერს, ვიცხოვროთ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ

ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ გვაქვს უფლება, როგორც ნებისმიერ ერს, ვიცხოვროთ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განაცხადა.

მისივე თქმით, ღამით ისრაელის საჰაერო ძალების მიერ ლიბანის მიმართულებით განხორციელებული დარტყმები „ზუსტი და შთამბეჭდავი“ იყო.

„ჩვენ არ გვსურდა ეს ომი. ჩვენ არ გვინდა ომი, არც დღეს და არც არასდროს მოგვინდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება, როგორც ნებისმიერ ერს, ვიცხოვროთ ისე, როგორც ნებისმიერი ერი ცხოვრობს – მშვიდობიანად, უსაფრთხოდ და მშვიდად. გვაქვს უფლება, დავაბრუნოთ მძევლები თავიანთ ოჯახებში“, – წერს ისააკ ჰერცოგი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები