Thursday, November 21, 2024
14.8 C
Tbilisi

ბუზავეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები სწავლის მშობლიურ სოფელში გაგრძელებას ითხოვენ

ბუზავეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და სოფლის მცხოვრებლები ითხოვენ, რომ 2024-2025 სასწავლო წელს სწავლის პროცესი სოფელში მდებარე სკოლის შენობაში გაგრძელდეს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელi ბუზავეთი

უკვე მესამე წელია, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მოსწავლეები მეორე ცვლაში, სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლაში სწავლობენ, რადგან ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პირველადი შეფასებით, ბუზავეთის საჯარო სკოლის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, იქ სწავლის გაგრძელება მიზანშეწონილი არ არის, თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ აღნიშნული სკოლის პედაგოგები, რომლებიც აცხადებენ, რომ სკოლა გამართულია და იქ სწავლის გაგრძელება სრულად არის შესაძლებელი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის სომხურენოვანი საჯარო სკოლა

მასწავლებლების მსგავსად, მოსწავლეებიც ითხოვენ, რომ დააბრუნონ თავიანთ მშობლიურ სკოლაში. აღნიშნული სურვილი მათ დაცარიელებული საკლასო ოთახების დაფებზე დაწერეს.

პედაგოგების და მოსწავლეების მსგავსად ფიქრობს ბუზავეთის საჯარო სკოლის დირექტორი დერენიკ აკოპიანი. მისი თქმით, მართალია, სკოლის შენობა დიდი ხნის წინათაა აშენებული, თუმცა მყარი ნაგებობაა და იქ სასწავლო პროცესის წარმართვა წესით, საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი დერენიკ აკოპიანი სკოლის ეზოში

„თავადაც უყურებთ, რომ სკოლა კაპიტალურადაა ნაშენი და მყარად დგას, კედლები თითქმის ერთი მეტრის სიგანისაა, შენობა კარგადაა გადახურული; საკლასო ოთახები და სამასწავლებლოც  გარემონტებულია, უსაფრთხოების კამერები დამონტაჟებულია; სველი წერტილებიც მოწესრიგებულია და შენობის შიგნითაა განთავსებული. წყალი მუდმივად მოგვეწოდება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი დერენიკ აკოპიანი და პედაგოგები

„ვფიქრობ, არანაირი საფრთხე არ უნდა არსებობდეს, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს სკოლას. ახლა სწავლას მეზობელი სოფლის, კარტიკამის საჯარო სკოლაში 15:30 საათზე ვიწყებთ და გვიან ვამთავრებთ. სახლში 9 საათზე თუ ვახერხებთ დაბრუნებას. ფაქტობრივად, მთელი დღე დაკარგული გვაქვს. მეორე ცვლაში სწავლა განსაკუთრებით რთულია დაწყებითი კლასების ბავშვებისთვის. 5 საათის მერე პირველკლასელებს უკვე ძილი ერევათ.

„ეს ასევე, რთულია ჩვენთვისაც. აქედან კარტიკამის საჯარო სკოლამდე 5 კილომეტრი მაინცაა. გზა მოუწესრიგებელია და განსაკუთრებით ძნელია გადაადგილება ზამთრის პერიოდში, ზამთარი კი იცით, აქ დიდი ხანი გრძელდება.

„უნდა ითქვას, რომ ბავშვებს ემსახურება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ტრანსპორტი, მაგრამ პედაგოგებს თავიანთი ხარჯით უწევთ გადაადგილება ამ სიშორეზე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ბუზავეთი

„ვთხოვთ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გაითვალისწინონ ეს მდგომარეობა და მოგვცენ საშუალება, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს მშობლიურ სკოლას, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ კარგად არის მოწყობილი – ერთადერთი, საკლასო ოთახების ნაკლებობაა, მხოლოდ 5 საკლასო ოთახი გვაქვს, მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლა საბაზოა და შესაძლებელია ორ ცვლაში მუშაობა. დაბალი კლასის მოსწავლეები პირველ ცვლაში ივლიან, მაღალი კლასელები კი მეორეში“, – ამბობს დერენიკ აკოპიანი და იმედს იტოვებს, რომ მალე მოხერხდება მათი მშობლიურ სკოლაში დაბრუნება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ბუზავეთის საჯარო სკოლის ერთ-ერთი საკლასო ოთახი

ბუზავეთის სკოლის დირექციამ, იმის დასადგენად თუ რამდენად მდგრადი და უსაფრთხო იყო შენობები სასწავლო პროცესის წარსამართად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს წერილობით გასულ წლებში მიმართა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი დერენიკ აკოპიანი

ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ საკითხი შეისწავლა და დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 954 კვ.მ და 635 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე მდებარე საჯარო სკოლის შენობების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ამჟამად მათ გააჩნიათ მე-2 მე-3 ხარისხის დაზიანებები, რაც იმას ნიშნავს, რომ საექსპლუატაციო ვარგისიანობის მიხედვით ისინი განეკუთვნება მე-2 კატეგორიას და საჭიროებენ გაძლიერება-რეაბილიტაციას, თუმცა საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის, ამორტიზებულობის, დაზიანებისა და ცვეთის მაღალი ხარისხის გამო, არარენტაბელურად მიაჩნია შენობებზე გაძლიერება-გამაგრების სამუშაოების ჩატარება და მიზანშეწონილია არსებული ძველი შენობების ახლით ჩანაცვლება.

თუმცა დღემდე გაურკვეველია, რა ბედი ელის ბუზავეთის საჯარო სკოლას, სადაც ამჟამად 20 მოსწავლე ირიცხება, გასულ წელთან შედარებით ორით ნაკლები.

ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი, ქალბატონი იუღაბერ ბიჩახჩიანი, რომელიც ასევე ბუნებისმეტყველების უფროსი მასწავლებელიცაა, ბუზავეთის საჯარო სკოლაში 2007 წლიდან ასწავლის სახელმწიფო ენას, ამბობს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში კარდინალურად არის შეცვლილი ქართული ენის სწავლების მხრივ მდგომარეობა.

ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი ბუზავეთის საჯარო სკოლის მესამე კლასში, უფროსი მასწავლებელი იუღაბერ ბიჩახჩიანი

„მე თავად სომხურენოვანი განათლება მაქვს მიღებული, თუმცა გადავწყვიტე ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ენის შესწავლა და დღეს კმაყოფილი ვარ იმით, რომ ქართულ ენას ვასწავლი არაქართულენოვან სკოლაში.

„მინდა გითხრათ, რომ საგრძნობლად არის შეცვლილი ქართული ენისადმი დამოკიდებულება. ის უკვე საჭირო გახდა და ბავშვებს თავად აქვთ სურვილი, რომ კარგად შეისწავლონ ეს ენა, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ამა თუ იმ უცხო ენის შესწავლის პერიოდში დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს და ჩვენთან სწორედ ეს წარმოადგენს პრობლემას. ანუ, ბავშვები საკლასო ოთახის მიღმა პრაქტიკულად არ იყენებენ ქართულს, რადგან სომხურენოვან გარემოში იზრდებიან –  სკოლაში, ოჯახში თუ სოფლად.

„მიუხედავად ამისა, უკვე ჩვენი მუნიციპალიტეტიდან საკმაოდ არის გაზრდილი იმ მოზარდების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებსა თუ პროფესიულ კოლეჯებში განაგრძობენ სწავლას და წარმატებას აღწევენ. უნდა ითქვას, რომ ჩვენი მცირეკონტინგენტიანი სკოლაც არ ჩამორჩება ამ პროცესს და აქედანაც არაერთი აბიტურიენტია თბილისის უნივერსიტეტებში ჩარიცხული“, – განაცხადა იუღაბერ ბიჩახჩიანმა.

დაბლა მოკლე ვიდეოში: ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის მესამე კლასში, უფროსი მასწავლებელი იუღაბერ ბიჩახჩიანი

დაბლა იხილეთ ფოტოები სრულად

დაბლა იხილეთ ფოტოები სრულად

ბუზავეთში მცხოვრები 83 წლის ჟორა ბიჩახჩიანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აჭარაში, ჩაქვში ცხოვრობდა, ამბობს, რომ სოფლისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გზაა. იგი და ბუზავეთის სხვა მცხოვრებლები სკოლას, კარგ გზას და ბუნებრივ აირს ითხოვენ.

დაბლა იხილეთ ფოტოები

ინგლისური ენის გაკვეთილი ბუზავეთის საჯარო სკოლის მესამე კლასში, უფროსი მასწავლებელი არმინე იგითხანიანი

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები