Friday, November 22, 2024
4.8 C
Tbilisi

პრემიერ-მინისტრი მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ მსახიობს მის მიერ შექმნილმა დაუვიწყარმა სახეებმა მაყურებლის სიყვარული და აღიარება მოუტანა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მსახიობ ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო. გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ მსახიობს მის მიერ შექმნილმა დაუვიწყარმა სახეებმა მაყურებლის სიყვარული და აღიარება მოუტანა. ზურას სახით ქართულმა თეატრმა მაღალი რანგის პროფესიონალი, ახლობლებმა – გულისხმიერი მეგობარი, ჩვენმა ქვეყანამ კი – განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანი დაკარგა. გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ზურა ბერიკაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და მთლიანად ქართულ საზოგადოებას“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა.

ზურაბ ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. თეატრალური სპექტაკლების გარდა, მას მონაწილეობა აქვს მიღებული კინოფილმებსა და სატელევიზიო სერიალებში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები