Friday, November 22, 2024
4.8 C
Tbilisi

ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ორმხრივი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის, სამხედრო განათლების საკითხები განიხილეს.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის უწყების ოფიციალური პირები, ასევე აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები