Friday, November 22, 2024
6.8 C
Tbilisi

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა მესამე მსოფლიო ომის მიზეზი შეიძლება გახდეს

დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე მესამე მსოფლიო ომის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა დეტროიტში, აშშ-ის ეროვნული გვარდიის ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ტრამპის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრა კურსკში კიდევ ერთი ნიშანია, რომ მესამე მსოფლიო ომი უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე.

„შეხედეთ, რა ხდება უკრაინაში. ისინი შეიჭრნენ რუსეთში. თქვენ გექნებათ მესამე მსოფლიო ომი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა აღნიშნული განცხადებები გააკეთა რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე დაესწრებოდა მემორიალურ ღონისძიებას არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე აშშ-ის ცამეტი სამხედრო მოსამსახურის პატივსაცემად, რომლებიც 2021 წელს, ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის დროს თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.

ღონისძიებაზე გამოსვლისას აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების ქაოსური გამოყვანა მსოფლიოში მიმდინარე არასტაბილურობასთანაა დაკავშირებული.

დონალდ ტრამპის თქმით, „ავღანეთიდან ქაოსურმა გასვლამ და ამ დროს მომხდარმა თავდასხმამ მიიყვანა მსოფლიო რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, ამან გამოიწვია 7 ოქტომბრის თავდასხმა ისრაელში“. ამავე გამოსვლისას ტრამპმა ისევ გაიმეორა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს მსოფლიოში ახალი მნიშვნელოვანი კონფლიქტები არ დაწყებულა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას შეუძლია, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე თვეში დაასრულოს.

წყარო

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები