Friday, November 22, 2024
14.8 C
Tbilisi

2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.1%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.1 %-ით, ანუ 263.2 ლარით გაიზარდა და 1 804.5 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით, საქსტატის ცნობით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 799.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 22.2 პროცენტით);

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 181.4 ლარი (გაიზარდა 19.1 პროცენტით); მშენებლობა – 2 590.3 ლარი (გაიზარდა 18.9 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 525.0 ლარი (გაიზარდა 25.1 პროცენტით).

ამასთან, უწყების მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 437.1 ლარით, ხოლო კაცების – 2 161.6 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 196.5 ლარი (15.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 333.2 ლარი (18.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საანგარიში პერიოდში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 289.0 ლარით, ანუ 17.8%-ით გაიზარდა და 1 914.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის სექტორშია – 3 909.0 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი გაიზარდა 21.8 პროცენტით. ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სფეროში – 2 895.4 ლარი, გაიზარდა 26.5 პროცენტით.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 213.4 ლარით, ანუ 15.3%-ით გაიზარდა და 1 610.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები