ღამით რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 28 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები ვოლგოგრადის, როსტოვის, ბელგოროდის, ვორონეჟის, ბრაიანსკის და კურსკის ოლქებში ჩამოაგდეს.
„კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმა სცადა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. განადგურებულია 28 უპილოტო საფრენი აპარატი, შვიდი ჩამოაგდეს ვოლგოგრადის რეგიონში, როსტოვის ოლქში, ოთხი ბელგოროდის ოლქში, ორი ვორონეჟის ოლქში და თითო-თითო ბრიანსკის და კურსკის ოლქებში“, – განაცხადეს დეპარტამენტში.
ამასთან, როგორც საქართველოს პირველი არხი იტყობინება, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნისას ვოლგოგრადის რაიონში მდებარე სამხედრო ობიექტში ხანძარი გაჩნდა. რეგიონის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის გამო, თავდაცვის სამინისტროს შენობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.