Friday, November 22, 2024
4.8 C
Tbilisi

შოვში და გურიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე ოცი ათასი ლარის ოდენობით დახმარება გაიცემა

32 ადამიანი, ჩვენი მოქალაქე შეეწირა ამ დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას, ამიტომ ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამის თაობაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე ოცი ათასი ლარის ოდენობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ყველა მოქალაქე, ვისაც სახლი ან დაენგრა ან ვისი სახლიც გამოუსადეგარია საცხოვრებლად, ყველას განსახლება მოხდება.

„კიდევ ერთხელ მინდა შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და რამდენიმე დღის წინ გურიაში მომხდარ ტრაგედიას, რამაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, შოვში 32 ადამიანი, ჩვენი მოქალაქე შეეწირა ამ დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას, ამიტომ ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამის თაობაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე ოცი ათასი ლარის ოდენობით. და ასევე მინდა ვთქვა, რომ გურიაში ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს დაუზიანდა სახლები, ბევრს დაენგრა, იმ სახლებში გაჩერება შეუძლებელია, არ შეიძლება იქ ცხოვრება, ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა ეკონომიკურ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ეს მოქალაქე, ვისაც სახლი ან დაენგრა ან ვისი სახლიც გამოუსადეგარია საცხოვრებლად, ყველას განსახლება მოხდება, უკლებლად ყველას განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს მიეცემათ ან ახალი სახლი ან ჩვენ შევუძენთ ან ავაშენებთ ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს, ესეც მინდოდა მეთქვა ჩვენი გურულებისთვის, რომ არავითარი სანერვიულო მათ არ აქვთ, ჩვენ ყველაფერში დავეხმარებით და მოვაგვარებთ მათ პრობლემებს, დანარჩენი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, სალიკვიდაციო სამუშაოები რეგიონებში სტიქიის შედეგების აღმოფხვრა მიმდინარეობს”, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები