Saturday, November 23, 2024
7.8 C
Tbilisi

გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ფინალში ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე დაამარცხა და კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველომ ოლიმპიადაზე მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ჩემპიონობა იზეიმა. ის ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა, მეტოქე ანგარიშით 10:9 დაამარცხა და კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. (იხილეთ ვიდეო).

აღსანიშნავია, რომ გენო პეტრიაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილის შემდეგ გახდა მეორე ქართველი სპორტსმენი, რომელმაც სამივე სინჯის მედლის მოპოვება შეძლო. მოჭიდავე ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის და რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.

ფინალამდე გენო პეტრიაშვილმა უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანივსკის ანგარიშით 11:0 მოუგო, მეოთხედფინალში პოლონელი რობერტ ბარანი ანგარიშით 9:2 დაამარცხა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს ანგარიშით 7:0 სძლია.

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს ფინალში იჭიდავებს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი(97 კგ), ოლიმპიური ოქროსთვის ის ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ახმედ ტაჟუდინოვს დაუპირისპირდება.

გენო პეტრიაშვილის მოპოვებული ჯილდო საქართველოს 45-ე ოლიმპიური მედალია. ეს არის მე-12 ოლიმპიური ოქროს მედალი, რომელთაგან 3 თავისუფალი სტილით მოჭიდავეების ანგარიშზეა.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ხუთი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო.

ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები