Friday, November 22, 2024
4.8 C
Tbilisi

ბანგლადეშის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხალედა ზია შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა

ბანგლადეშის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხალედა ზია შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება მოჰამედ შაჰაბუდინ ჩუპუმ მას შემდეგ მიიღო, რაც საპროტესტო აქციების ფონზე პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა ქვეყნიდან გაიქცა და ბანგლადეშში სამხედროების მმართველობა გამოცხადდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის დათხოვნა ქვეყნის დროებითი მთავრობის ფორმირების მიზნით მოხდა.

მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის დროსაც ასეულობით ადამიანი დაიღუპა, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა 5 აგვისტოს თანამდებობიდან გადადგა და ქვეყნიდანაც გაიქცა.

მიუხედავად კომენდანტის საათისა, დედაქალაქ დაკაში საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში შეიჭრნენ.

4 აგვისტოს საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის 13 პოლიციელია.

საერთო ჯამში, დაღუპულთა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა.

ბანგლადეშში საპროტესტო აქციები ივლისიდან გრძელდება. დემონსტრანტები საჯარო სამსახურში კვოტების სისტემის გაუქმებას ითხოვენ.

შეიხ ჰასინა ბანგლადეშის მთავრობის მეთაური 2009 წლიდან იყო.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები