Saturday, November 23, 2024
7.8 C
Tbilisi

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში იასპარეზებს

ლაშა ბექაურმა (90 კგ) პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში იჭიდავა. ქართველი სპორტსმენი სამხრეთ კორეელ ჯეიოპ ჰანს დაუპირისპირდა, მეტოქე იპონით დაამარცხა და ოლიმპიადის ნახევარფინალში იასპარეზებს (იხილეთ ვიდეო). 
იგი ოლიმპიადის ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე, ტრისტან მოსახლიშვილს დაუპირისპირდება.
მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა პარიზის ოლიმპიადაზე პირველ შეხვედრაში ბულგარელ ივაილო ივანოვს ვაზარით მოუგო.
ლაშა ბექაურმა ოლიმპიადაზე პირველად ტოკიოში იასპარეზა და ოქროს მედალი დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს საქართველომ პარიზის ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოიპოვა – ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები