ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებია ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს
ასლი; საქართველოში აკრედიტირებულ ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს საელჩოებს
ვადასტურებთ უდიდეს პატივისცემას თქვენი ხალხისა და პირადად თქვენდამი.
გაცნობებთ, რომ როგორც კი 2024 წლის 4 ივნისს ამერიკის კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე გამოვჩნდი, სადაც მიღებული იქნა ისტორიული მეგობრობის აქტი, ამის შემდეგ ყველა ოპოზიციურად წოდებულმა ტელევიზიამ გააძლიერა საინფორმაციო ბლოკადა „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ. ხელისუფლების კონტროლქვეშ მყოფ ტელევიზიებში ისედაც 12 წელია ჩვენი ხსენებაც კი აკრძალულია, თუ რა თქმა უნდა, ლანძღვა, ცილისწამება და დევნა არაა საჭირო.
დღეისათვის, „მთავარი არხი“, „ტვ-პირველი“, „ფორმულა“ ეწევიან გეგმაზომიერ შეთანხმებულ საინფორმაციო ბოიკოტს ჩვენ წინააღმდეგ. კერძოდ, არ გვაშუქებენ ახალ ამბებში, არ გვართმევენ კომენტარებს მიმდინარე მოვლენებზე, არ მოდიან ღონისძიებებზე, არ გვახსენებენ მრავალპარტიულ დებატებში, მათი მოწვეული ყველა მთავრობა-მოცვლილი ექსპერტები შეგნებულად ეწევიან ჩვენს იგნორს,უარს გვეუბნებიან პირდაპირ ჩართვებზე, საღამოს პრაიმ-თაიმებიდან ვართ სრულიად მოხსნილები, აცხადებენ ჩვენს საწინააღმდეგო და მათი დამფინანსებელი ჯგუფების გემოვნებით დაწერილი რეიტინგებს, ემზადებიან რათა გაგვიყალბონ ასევე საარჩევნო კვლევები და ეგზიტპოლები.
ყველაფერი ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც ოლიგარქმა 2022 წლის 15 თებერვლიდან წაგვართვა ყველა ის უფლება, რითაც სარგებლობენ პოლიტიკური პარტიები – დაწყებული დაფინანსებიდან, დაგვირგვინებული საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების ჩამორთმევით.
მე უმორჩილესად გთხოვთ ეს ინფორმაცია შეატყობინოთ თქვენს მთავრობებს, რათა დროზე იქნას მიღებული ზომები ამ კატასტროფული ვითარების გამოსასწორებლად, რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება ქვეყანაში ისევ რუსული ოლიგარქიული რეჟიმის დატოვება გამოიწვიოს.
უდიდესი პატივისცემით,
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი: შალვა ნათელაშვილი