Friday, November 22, 2024
7.8 C
Tbilisi

ჯოზეფ ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას ტოვებს და აცხადებს: „ეს ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია“ – იგი „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის ახალ კანდიდატად მხარს კამალა ჰარისს უჭერს

GUARDIANGE – აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას ტოვებს და აცხადებს, რომ ეს „ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია“ – მაგრამ პოსტზე დარჩება თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.

ის მხარს უჭერს კამალა ჰარისს, ვიცე-პრეზიდენტს, რომ იყოს „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი.

ჰარისი ამბობს, რომ აპირებს ნომინაციის „მოპოვებას და გამარჯვებას“ და ყველაფერს გააკეთებს, რაც მას ხელეწიფება, რათა გააერთიანოს ერი „დონალდ ტრამპის დასამარცხებლად“.

დონალდ ტრამპთან წარუმატებელი ტელედებატების შემდეგ, „დემოკრატიულ პარტიაში“ ჯოზეფ ბაიდენზე ზეწოლა, რომ მოეხსნა თავისი კანდიდატურა, სულ უფრო ძლიერდებოდა და „დემოკრატების“ მსხვილი დონორები უარს ამბობდნენ საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე, თუკი ბაიდენი არ გამოეთიშებოდა კამპანიას.

პირველი ლედი ჯილ ბაიდენი მხარს უჭერდა თავის ქმარს „ნებისმიერ გზაზე, რომელსაც იგი აირჩევდა“ და რჩება მის „ყველაზე დიდ მხარდამჭერად“, – უთხრა ჯილის პრესსპიკერმა BBC-ს.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ 

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები