დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსი სამველ არზუმანიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განსახილველი იყო ორი საკითხი:
1. ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
2. მუნიციპალიტეტების მიერ 2020-2022 წლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის შესახებ.
დღის წესრიგის საკითხები ერთხმად დამტკიცდა.