Friday, November 22, 2024
15.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ნინოწმინდისა და სოფლების – დიდი ხანჩალის, კათნატუსა და ოროჯოლარის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.

სამუშაო პროცესს ადგილზე სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სათავე ნაგებობებს, აშენდება ქ. ნინოწმინდის მაგისტრალური მილი, საქლორატოროები და ორი რეზერვუარი, ასევე, სოფელი კათნატუს, დიდი ხანჩალის, სოფელ ოროჯოლარისა და ქ. ნინოწმინდის წყალგამანაწილებელი ქსელი და უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრასტრუქტურა.

პროექტის დასრულება 2025 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ 7400-მდე ბენეფიციარი 24-საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარი მოხმარდება.

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები