Saturday, November 23, 2024
12.8 C
Tbilisi

შალვა პაპუაშვილი: საქართველო, ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან, ავღანეთში ყველაზე დიდი კონტინგენტით მონაწილეობდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით, საქართველო უკვე წლებია, უსწრებს ნატო-ს წევრ ბევრ ქვეყანას, ასევე, ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი კონტინგენტით მონაწილეობდა ავღანეთში ნატო-ს მისიაში, ალიანსის წევრებთან შედარებით კი, მეოთხე იყო.

„ცრუ ბრალდებების და დეზინფორმაციის ნიაღვარში უნდა გვახსოვდეს, რა არის სიმართლე.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, 2015-2021 წლებში, საქართველო ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი კონტინგენტით მონაწილეობდა, თავად ნატო-ს წევრებთან შედარებით კი, მეოთხე ვიყავით აშშ-ის, გერმანიის და იტალიის შემდეგ.

აღარაფერს ვიტყვი იმაზე, ვინ რა სირთულის დავალებებს ასრულებდა. ჩვენი გმირი ჯარისკაცების ისტორიები და გაღებული მსხვერპლი ყველამ ვიცით და ყველას გვახსოვს.

ცალკე ისტორიაა, რა როლი შეასრულა საქართველომ 2021 წელს ავღანეთიდან ნატო-ს ჯარების სწრაფი გამოსვლის უზრუნველყოფაში.

ისიც კარგად გვახსოვდეს, რომ დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით უკვე წლებია, ვუსწრებთ ნატო-ს წევრ ბევრ ქვეყანას“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები