Saturday, November 23, 2024
12.8 C
Tbilisi

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია

საპროკურორო საბჭომ, „საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“  მე-4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრა ჩაატარა.

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა კენჭისყრის შედეგები შემდეგია:

ვიქტორ ახალბედაშვილი  – 9 ხმა

დავით ბარბაქაძე – 1 ხმა

ლალი ბუნტური  – 0 ხმა

დარეჯან ბუცხრიკიძე   – 10 ხმა

გიორგი გაბიტაშვილი   – 11 ხმა

ალექსანდრე კობაიძე – 0 ხმა​

ანდრონიკ სარიბეკოვი  – 1 ხმა

აღნიშნული მონაცემებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი  – ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს 2024 წლის 11 ივლისს, 11:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კენჭისყრის პროცესი  საპროკურორო საბჭოს  ფეისბუქ-გვერდზე  „ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.

ინფორმაციას საპროკურორო საბჭო ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები