Saturday, November 23, 2024
8.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციით განსაზღვრული თანამშრომლობის მიმართულებებს. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობას.

განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ წვლილი შეიტანოს რეგიონში კონსტრუქციული დიალოგის წარმართვაში უსაფრთხო და სტაბილური გარემოს ხელშესაწყობად.

შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები