Saturday, November 23, 2024
6.8 C
Tbilisi

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ ფინტექ ასოციაციის მიერ ორგანიზებულ წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ საქართველოს ფინტექ ასოციაციის მიერ ორგანიზებულ წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ორდღიანი ღონისძიება საქართველოში ფინტექ ინდუსტრიის მიღწევებისა და პროგრესის განხილვას მიეძღვნა.

ღონისძიება სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა ფინტექის მიმართულებით ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელ  ინიციატივებზე და აღნიშნა, რომ სებ-ი მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეუწყოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას ქვეყანაში.

“ჩვენს გარემოში, როდესაც ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების როლი საფინანსო სექტორში სწრაფად იზრდება, სექტორის მომავალი ციფრული ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ, ეროვნული ბანკი მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას ქვეყანაში. უფრო მეტიც, გვაქვს ამბიცია, რომ საქართველო შუა დერეფანში, ჩვენს რეგიონში გახდეს ფინანსური ინოვაციების ჰაბი“,- განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სექტორის განვითარებისთვის სწორი რეგულირების მნიშვნელობასა და ეროვნული ბანკის  ღია რეგულირების მიდგომაზე.

“ჩვენი ამოცანაა სასურველი გარემო შევქმნათ კომპანიებისათვის, რომლებსაც რეგიონული და გლობალური გაფართოების ამბიციები აქვთ”, – აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა შექმნა ინოვაციების ოფისი, საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ინოვაციური იდეების მფლობელებს, როგორც იურიდიულ, ასევე ტექნოლოგიურ და ბიზნეს მოდელის მდგრადობის ნაწილში.

გარდა ამისა, სებ-ში ფუნქციონირებს რეგულირების ლაბორატორია, რომლის მიზანია შექმნას უსაფრთხო და სამართლიანი მარეგულირებელი გარემო რეგულირების ტესტირებისთვის. ის აძლევს რეგულირებად სუბიექტებს შესაძლებლობას, გამოსცადონ ახალი იდეები და მოარგონ მათი პროდუქტები ბაზრის საჭიროებებს.

მნიშვნელოვანია, რომ საბანკო სფეროში კონკურენციის ზრდისა და ინოვაციების ხელშეწყობისთვის ეროვნულმა ბანკმა დანერგა ციფრული ბანკის ლიცენზია. ამ დროისთვის ბაზარზე 3 ციფრული ბანკი ოპერირებს. გასულ წელს სებ-მა ასევე დაიწყო ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერების რეგულირება და ღია ბანკინგი.

ფინტექის წლიური შეხვედრაში პრეზენტაცია წარადგინა ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის, ღია ბანკინგის ხელშეწყობისა და საკრედიტო მონაცემთა მართვის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა ვასილ შენგელიამ.

ღონისძიებას საქართველოს ფინტექ ასოციაციის 30-მდე წევრი ფინტექ კომპანია და ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები