Saturday, November 23, 2024
8.8 C
Tbilisi

ვარლამ ებანოიძე – სებ-ის სურვილია, მანდატის ფარგლებში, ხელი შეუწყოს სტარტაპების შემოსვლას მაღალრეგულირებად სფეროში

ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვარლამ ებანოიძემ მონაწილეობა მიიღო თბილისში გამართულ რიგით მესამე საინვესტიციო ეკოსისტემის ღონისძიებაში.

ღონისძიება საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის,  ევროპის ბიზნეს ანგელოზების ქსელისა და გლობალური ბიზნეს ანგელოზების ქსელის მხარდაჭერით ჩატარდა.

სამდღიანმა სამიტმა მეწარმეებს, სტარტაპერებს, ანგელოზ ინვესტორებსა და სფეროთი დაინტერესებულ 700-ზე სტუმარს მოუყარა თავი.  ქართველმა სტარტაპერებმა ანგელოზ ინვესტორებს თავიანთი სტარტაპები გააცნეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვარლამ ებანოიძემ მონაწილეობა მიიღო სამიტის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში და საქართველოში ფინტექ ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

მისი თქმით, სებ-ი აქტიურად უწყობს ხელს ფინტექისთვის მეგობრული რეგულაციური გარემოს შექმნას და მოწადინებულია, მანდატის ფარგლებში, იყოს პროაქტიული და ხელი შეუწყოს სტარტაპების შემოსვლას მაღალრეგულირებად სფეროში.

“ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაშიც იგულისხმება ბლოკჩეინი და სხვა ტექნოლოგიები, რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვა სარგებელი და სიკეთე მოუტანონ მომხმარებლებს. გარდა ამისა, სებ-ი ქმნის ეკოსისისტემას და ჩვენ ერთ-ერთმა პირველებმა წარმოვადგინეთ კონცეფცია, როდესაც შუა კორიდორს დავუკავშირეთ ფინტექი და ფინტექზე დაფუძნებული კოოპერაცია. მიგვაჩნია, რომ ახალი ტექნოლოგიები და ინტეროპერატიულობა ქვეყნებს შორის შორის უზრუნველყოფენ, რომ კიდევ უფრო მეტად მოხდეს შუა კორიდორში ვაჭრობის ზრდასთან დაკავშირებული ტრენდის აქსელერაცია”, – აღნიშნა ვარლამ ებანოიძემ.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები