Saturday, November 23, 2024
6.8 C
Tbilisi

პარლამენტმა არჩილ გორდულაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის ადგილმონაცვლის, არჩილ გორდულაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის დადგენილების პროექტს პარლამენტმა 77 ხმით დაუჭირა მხარი.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, არჩილ გორდულაძესთან დაკავშირებით ცესკოდან ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია მიიღეს და კომიტეტის დასკვნა არის დადებითი.

გიორგი ცაგარეიშვილს, რომელიც საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 26 ივნისის პლენარულ სხდომაზე შეუწყდა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები