Friday, November 22, 2024
14.8 C
Tbilisi

პენტაგონის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები „საზარბაზნე ხორცად“ იქცევიან, თუკი მათ რუსეთ-უკრაინის ომში გაგზავნიან

GUARDIANGE – ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები, რომლებსაც რუსეთ-უკრაინის ომში გაგზავნიან, „საზარბაზნე ხორცად“ იქცევიან, განაცხადა პენტაგონმა.

პენტაგონის პრესმდივანმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა განაცხადა: „ვფიქრობ, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პერსონალის მენეჯმენტი რომ ვიყო, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებდი ჩემს არჩევანს ჩემი ძალების უკრაინის წინააღმდეგ არალეგალურ ომში საზარბაზნე ხორცად გაგზავნის თაობაზე“.

რაიდერი უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა სამხედრო საინჟინრო ნაწილები გაგზავნოს უკრაინის აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონში, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

სამხრეთ კორეის ტელეკომპანია Chosun-ი სამხრეთ კორეის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე და Reuters-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეა ივლისში, ოკუპირებულ უკრაინაში აღდგენითი სამუშაოებისთვის სამშენებლო და საინჟინრო ძალების გაგზავნას გეგმავს.

19 ივნისს რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სამხედრო დახმარების გაწევას ავალდებულებს მხარეებს, თუკი რომელიმე მათგანზე თავდასხმა განხორციელდება.

ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ დაგმეს ეს ნაბიჯი, ხოლო ოფიციალურმა სეულმა განაცხადა, რომ განიხილავს უკრაინაში იარაღის გაგზავნას. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა შეთანხმებას უწოდა საფრთხე თავისი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები