Saturday, November 23, 2024
14.8 C
Tbilisi

სებ-მა დატოვა განაკვეთი 8%-ის ნიშნულზე. ქართულ ენაზე ამას ჰქვია „ყველაფერი კონტროლის ქვეშაა“ – გიორგი ბოჭორიშვილი

საინტერესო მოვლენები ხდება სავალუტო ბაზარზე. პოლიტკრიზისიდან 15-20 დღეა გასული და ლარი გამყარების გზას დაადგა, რაც სასიამოვნოცაა და მოულოდნელიც, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ბოჭორიშვილი Facebook-ზე წერს.

„რყევის დაწყების დღეს განაკვეთის 8%-მდე დაწევამ ჩემშიც ბევრი კითხვა დაბადა, თუმცა არსებობს მულტიპლიკატორები, რომლის ხარჯზეც დადებითი დინამიკა დაიწყო.

საგულისხმოა, დოლარიზაციის დონეც, რომელიც 50%-ს “ეთამაშება” და დეპოზიტებში ბევრად ნაკლებია. მინიმალური სარეზერვოც საშუალოდ 14%-ია და როგორც სჩანს, აწევასაც არ აპირებს ეროვნული ბანკი.

ამ ფაქტორებიდან გამონდინარე, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, ლარს პრობლემა აღარ უნდა შეექმნას, თუ, რა თქმა უნდა, გარე და შიდა პოლიტიკური ძვრები არ მიაღწევს კატასტროფულ ნიშნულს.

პ.ს ამ წუთს მოსული ინფორმაციით, სებმა დატოვა განაკვეთი 8%-ის ნიშნულზე. ქართულ ენაზე ამას ჰქვია “ყველაფერი კონტროლის ქვეშაა”, – წერს გიორგი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, თუკი სავაჭრო და სამომხმარებლო სალდოში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდა და წესით, არც უნდა მოხდეს ზაფხულის ფაქტორების (ტურიზმი, ენერგომატარებლების დიდი რაოდენობით შესყიდვის საჭიროების არქონა და ა.შ), სებ-ი აგვისტოში ვალუტის შესყიდვას დაიწყებს.

„ჩემი პროგნოზით, აგვისტოში ეროვნული ბანკი ვალუტის შესყიდვას დაიწყებს. ვნახოთ, რამდენად სწორი ვარაუდი მაქვს“, – წერს გიორგი ბოჭორიშვილი Facebook-ზე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები