Saturday, November 23, 2024
8.8 C
Tbilisi

უხვი ნალექის გამო, ცაგერი-ლენტეხის საავტომობილო გზის 5 ადგილზე მეწყრული პროცესი განვითარდა

წუხელ მოსული უხვი ნალექის გამო (წვიმა, სეტყვა) ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, კერძოდ ცაგერი-ლენტეხის საგზაო მონაკვეთის 5 ადგილზე მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით ჩაიკეტა.

ლენტეხის მერიის ცნობით, დილიდანვე მყისიერად მოხდა სტიქიის ადგილზე ხუთი ერთეული ტექნიკის მობილიზება და მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები და ამ დროისთვის გაწმენდილია სტიქიის ზონის ხუთივე ადგილი და მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და უშუალოდ, დაბას არ მიეწოდება ელექტროენერგია, ცენტრალურ გზაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ბოძების მწყობრიდან გამოსვლის გამო.

როგორც ლენტეხის მერიაში აცხადებენ, მობილიზებულია ენერგო-პროჯორჯიას ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

სტიქიის ადგილზე დილიდანვე იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები