Monday, November 25, 2024
6.8 C
Tbilisi

13 ივნისს, ღამის საათებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 13 ივნისს, ღამის საათებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 186-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 186-ე კმ-ზე, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, ხიდზე
მიმდინარე მალის ნაშენის სამონტაჟო სამუშაოების გამო, 2024 წლის 13 ივნისს, 02:00-დან 05:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერდება 15-20 წუთიანი ინტერვალით გზის სავალი ნაწილის ორივე ზოლზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები