Sunday, November 24, 2024
9.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: არასერიოზულთან ერთად სანქციები არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ასევე არ შეესატყვისება პარტნიორობის სულისკვეთებას

სანქციები არის არასერიოზული, თუმცა არასერიოზულთან ერთად, სანქციები არის  შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ასევე ეს არ შეესატყვისება პარტნიორობის სულისკვეთებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაური ყველას მოუწოდებს პრაგმატული ნაბიჯების გადადგმისკენ და  სწორი, სამართლიანი დამოკიდებულების გამოვლინებისკენ ქართველი ხალხის მიმართ.

„სანქციები არის არასერიოზული, თუმცა არასერიოზულთან ერთად სანქციები არის  შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ეს ასევე არ შეესატყვისება პარტნიორობის სულისკვეთებას. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერი გადაიხედება. ჩვენს ინტერესებშია, მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შემხვედრი ნაბიჯებიც ვიხილოთ ამ მიმართულებით როგორც ამერიკელი პარტნიორებისგან, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებისგან. ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ. ყველას მოვუწოდებ პრაგმატული ნაბიჯების გადადგმისკენ და სწორი, სამართლიანი დამოკიდებულების გამოვლინებისკენ ჩვენი ხალხის მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები