მოთხოვნა საზაფხულო ბაღებზე დედაქალაქში არის საკმაოდ მაღალი, ვებგვერდზე მაღალი მიმართვიანობის გამო, შესაბამისი პროგრამა ახდენს მომლოდინე აპლიკანტთა პრიორიტეტიზაციას, რის გამოც შესაძლოა დაგვიანდეს რეგისტრაციის დადასტურება, – ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.
თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო. ერთი საათის მდგომარეობით, უკვე რეგისტრირებული იყო 3 500-მდე აღსაზრდელი.
აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე მაღალი მიმართვიანობის გამო, შესაბამისი პროგრამა ახდენს მომლოდინე აპლიკანტთა პრიორიტეტიზაციას, რის გამოც შესაძლოა დაგვიანდეს რეგისტრაციის დადასტურება.
მოთხოვნა საზაფხულო ბაღებზე დედაქალაქში არის საკმაოდ მაღალი, თუმცა, 2024 წელს საზაფხულო ბაღების, შესაბამისად, ვაკანსიების რაოდენობაც არის გაზრდილი 18 000-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეტაპობრივად, დარეგისტრირდება ყველა აპლიკანტი. ხოლო ადგილების შევსების შემთხვევაში, მშობლებმა უნდა მიმართონ სასურველი ბაღის ადმინისტრაციას, რომელიც მათ დაეხმარებათ რეგისტრაციაში”, – ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაში.