Sunday, November 24, 2024
11.8 C
Tbilisi

მეთიუ მილერი საქართველოს შესახებ: სანქციების დაწესებას არ დავაყოვნებთ, ასევე, გამოცხადებულია ვიზების შეზღუდვის პოლიტიკა და სრულიად უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ აშშ ამ მიმართულებით იმოქმედებს

მიღებული კანონი აშორებს საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიიდან და შესაძლოა, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია მოახდინოს, ახშობს შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, ეს ქმედებები ძირეულად ცვლის აშშ-ის ურთიერთობას საქართველოსთან, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ დაიწყო აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა.

„სწორედ ამიტომ დავიწყეთ ჩვენი ურთიერთობის გადახედვა. ჩვენ განვიხილავთ ჩვენს ქმედებას საქართველოს მთავრობის ქმედებებზე“, – განაცხადა მილერმა.

ასევე, მილერს ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ დაუსვა კითხვა: „თბილისის მერმა განაცხადა, რომ მათ არაფერი გაუკეთებიათ ისეთი, რომ დასანქცირდნენ და ეს შეცდომაა“.

„ჩვენ ახალი სანქციების პოლიტიკა გამოვაცხადეთ. ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები და ამ საკითხს ასე დავტოვებ, თუმცა მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მათ დაწესებას არ დავაყოვნებთ“, – განაცხადა მილერმა.

ჟურნალისტმა, რაუფოღლუმ მილერს ასევე ჰკითხა, რატომ არ ისაუბრა ენტონი ბლინკენმა აღმოსავლეთ ევროპაში გამართული ვიზიტებისას საქართველოზე.

„სახელმწიფო მდივანმა განათავსა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო ჩვენი პოლიტიკის ყოვლისმომცველ გადახედვაზე საქართველოსთან, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ასობით მილიონი დოლარის დახმარებას, რომელსაც საქართველოს ვუწევთ. ასევე, გამოცხადებულია ვიზების შეზღუდვის პოლიტიკა და სრულიად უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ აშშ ამ მიმართულებით იმოქმედებს. აქ შევჩერდები“, – განაცხადა მილერმა, რომლის კომენტარს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები