Saturday, November 23, 2024
12.8 C
Tbilisi

თავდაცვის უწყებამ დაღუპული გმირების შვილებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის ღონისძიებები გაიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უწყების თანამშრომლების შვილებისათვის ღონისძიება გაიმართა.

„არმიჰოლში“ სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლების შვილები დაესწრნენ ღონისძიებას, რომელშიც საბავშვო მუსიკალური კონკურსის – „რანინას“ მომღერლები მონაწილეობდნენ. ბავშვების საზეიმო განწყობაზე იზრუნეს ანიმატორებმაც, რომლებმაც კოსტიუმირებული წარმოდგენა გამართეს. 

ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, სამხედროების შვილებს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმაც უმასპინძლა და მათ საბავშვო სპექტაკლები წარუდგინა. 

თავდაცვის უწყების თანამშრომლების შვილებისთვის ღონისძიებები სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ინიციატივით გაიმართა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები