Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობის კანონპროექტის ინიცირებამდე შევისწავლეთ სტრასბურგის პრაქტიკა, მიღებული კანონი თავიდან ბოლომდე შეესატყვისება სტრასბურგის პრაქტიკას

გამჭვირვალობის კანონპროექტის ინიცირებამდე შევისწავლეთ სტრასბურგის პრაქტიკა და სტრასბურგის პრაქტიკას თავიდან ბოლომდე შეესატყვისება კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები გამჭვირვალობის კანონს ევროსასამართლოში გაასაჩივრებენ, ხოლო ევროპული სასამართლო კანონის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს, გაიზიარებენ თუ არა ამ გადაწყვეტილებას?

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შეჩერება არის თვისებრივად პოლიტიკური გადაწყვეტილება საკითხის სამართლებრივად განხილვამდე და იმედი გამოთქვა, რომ სტრასბურგის სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ მოექცევა.

„რაც შეეხება რუსულ კანონს, უნგრეთის კანონს, იქ გადაწყვეტილების მიზეზი იყო აბსოლუტურად სხვა და ჩვენ ამ პრაქტიკის გათვალისწინებით დავაინიცირეთ ჩვენი კანონპროექტი იმ ფორმით, როგორი ფორმითაც დავაინიცირეთ. რაც შეეხება შეჩერებას, ეს არის თვისებრივად პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვიდრე მოხდება სამართლებრივად საკითხის განხილვა. თქვენ გახსოვთ, ზეწოლის საფუძველზე, თავის დროზე „რუსთავი 2“-თან მიმართებით პოლიტიკური გავლენის ქვეშ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ, თუმცა შემდეგ, სიღრმისეული განხილვის საფუძველზე, სტრასბურგმა თავადვე დაადგინა, რომ სინამდვილეში საერთოდ არ არსებობდა ამ გადაწყვეტილების შეჩერების საფუძველი. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სამართლიანი. ასევე შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ეს გარემოება ნიკა გვარამიამ გამოიყენა იმისთვის, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“  შვიდი მილიონით გაეძარცვა. იმედია, ასეთი პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ მოექცევა სტრასბურგის სასამართლო და, შესაბამისად, ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები