საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს სამხედრო-მოსამსახურეებისათვის როგორც საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვას, ასევე შესაბამისი ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობას.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა მიეცემათ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს დახმარებით გაიარონ სხვადასხვა ტრენინგები და საინფორმაციო კურსები თანამედროვე სამეწარმეო კულტურის გაცნობისა და ბიზნესის წამოწყებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების შესახებ.
თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურ დოკუმენტს ხელი თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა ჩოხელმა და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი გაბრიაძემ მოაწერეს.