„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „რუსული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტს ორი მკაფიო მიზანი აქვს, საგარეო ასპარეზზე – არ მოგვცეთ სტატუსი, ქვეყნის შიგნით კი, ეს იმისთვის კეთდება, რომ სხვა თემები გადაიფაროს, რადგან ეს პროცესი თავიდანვე ფიასკოსთვის არის განწირული.
„ბორელის ვიზიტის შემდეგ ამ საკითხის მყისიერი გააქტიურება მიზნად ისახავს, რომ ევროკავშირის უმაღლეს დელეგაციას ზურგში მიაყოლონ და ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი – ჩვენ არ ვაპირებთ შეცვლას, ჩვენი არჩევანია რუსეთი, დაგვანებეთ თავი, არ გვინდა სტატუსი. ამას „ქართული ოცნება“ ვერ ეღირსება. ევროპელების მხრიდან გარანტია მივიღეთ, რომ დეკემბერში საბოლოო „არა“ არ იქნება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უნდა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.