საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ცხედარს დაასვენებენ სიონის საპატრიარქო ტაძარში ამა წლის 29 ნოემბერს, კვირას, 12:00 საათზე. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.
„ახლად შესვენებულ მიტროპოლიტ აბრაამის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სიონის ტაძარში აღევლინება 29 და 30 ნოემბერს.
დაიკრძალება 1 დეკემბერს, სამშაბათს, 14:00 საათზე, ამავე ტაძრის ეზოში“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

